სიონის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებულია

2 ივნისს, ფოტოგრაფმა, თიკო წივწივაძემ თავის “ფეისბუკის” გვერდზე სიონის ტბაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე კარგად სჩანს, რომ სიონის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებულია პოლიეთილენის ბოთლებით.

“ბოლნისიდან ყოველდღე მოაქვთ ნაგავი და ყრიან საყდრისის გვერდზე”

28 ივნისს, ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებელი, ნინო მიქიაშვილი თავის პირად გვერდზე საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ფოტომასალას ავრცელებს. მისი თქმით, ბოლნისიდან ყოველდღე მიაქვთ ნაგავი და ყრიან საყდრისთან დაახლოებით 30 მეტრზე.