ოქრო, რომელიც წამლავს

1 ივლისს საყდრისის გადარჩენის საზოგადობრივი კომიტეტის წევრებმა გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფომანსი გამართეს. აქციის მონაწილეები გარემოს დაცვის მინისტრისგან აბულმუგთან ახალი გამოსატუტი ბასეინის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გადახედვას მოითხოვენ.

“შუქრუთის მაღაროთა სამმართველოს საზიდი ინგრევა”

8 ივლისს ჭიათურის მაღაროელთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა “ფეისბუკის” გვერდზე შუქრუთის მაღაროში გადაღებული ფოტომასალა გაავრცელა. “შ.პ.ს. “ჯორჯიან მანგანეზის” შუქრუთის მაღაროთა სამმართველოს საზიდი, რომელიც სულ რაღაც 5 წელია გაიხსნა, უკვე ინგრევა” – წერს ფოტოს ავტორი.

თბილისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

9 ივლისს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

საკარმიდამო ნაკვეთში ნაპოვნი შველი ეროვნულ პარკში გაუშვეს

8 ივლისს, ვანის რაიონის საკარმიდამო ნაკვეთში, ადგილობრივმა მცხოვრებმა ტყიდან გამოქცეული შველი აღმოაჩნია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქემ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აცნობა.

ისანი-სამგორის რაიონში ხეები იჩეხება

ისანი-სამგორის რაიონში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე, თბილისის მერიის ნებართვით მიმდინარეობს ხეების ჩეხვა. ადგილობრივების თქმით, დაახლოებით 70 საუკეთესო დიამეტრის ხე უკვე მოჭრილია.

ხათუნა გოგალაძემ პლასტიკური ნარჩენების გადასამუშავებელი ცენტრი მოინახულა

7 ივლისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ხათუნა გოგალაძე და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი – ნილს სკოტი ხარაგაულში, პლასტიკური ნარჩენების გადასამუშავებელ ცენტრს ეწვივნენ.

ქვეითთა არტ პროექტი: ინსტალაცია “BLACK”

4 ივლისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, ვაკის პარკში ქვეითთა არტ პროექტის მეორე ნაწილი გაიმართა – ქიტო ჩხაიძის ინსტალაცია “BLACK”. ქვეითთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „იარე ფეხით”, შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, ერთთვიან პროექტს ახორციელებს.