პროექტი: გარემოსდაცვითი გამოწვევები საქართველოში

გარემოსდაცვითი გამოწვევები საქართველოში

„ახალგაზრდა ლიდერთა“ ფარგლებში, გარემოს დაცვის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, 2014 წლის, 30 და 31 ივლისს, 11:00- დან 17:30-მდე ტარდება ლექცია-სემინარები „გარემოსდაცვითი გამოწვევები საქართველოში“. როგორც პროქტის ოგანიზატორები აცხადებენ, სემინარი მიზნად ისახავს არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების გაცნობას ახალგაზრდებისთვის, მათი ჩართულობის გაზრდასა და სამომავლო ინიციატივების შემუშავებას.

ღონისძიების ერთ-ერთი ოგანიზატორის, ნათია ჯავახიშვილის თქმით, მათი მიზანია გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ მუშაობა, სხვადასხვა რეკომენდაციების შემუშავება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა:

ვორქშოფში წარმოდგენილი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიც არის: კლიმატის ცვლილება, დაცული ტერიტორიები, ნარჩენების მართვა, ჰესების და მაღაროების ზეგავლენა და ზემოქმედება გარემოზე, ტყეები, ორჰუსის კონვენცია და ასევე, ჰაერის დაბინძურების გამზომი ფილტრების პერსპექტივები საქართველოში. ეს უკანასკნელი, როგორც ვიცით, ახლხანს დამონტაჟდა საქართველოს დიდ ქალაქებში. ვფიქრობთ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები მნიშვნელოვანდ შეიცვლიან საკუთარ ცნობიერებას გარემოს დაცვის მიმართ, გაიზრდება მათი ინტერესი, გაიზრდება მომავალში მათი ჩართულობა და აქტივობა გარემოსდაცვით განათლებაში, გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში და ა.შ.

ნათია ჯავახიშვილი თვლის, რომ გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მუშაობის მიუხედავად, ახალგაზრდები ისევ განიცდიან ინფორმაციის სიმწირეს. მისი თქმით, პროქტის ორი დღე იქნება ტრამპლინი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც უნდათ სამომავლოდ ამ სფეროში მუშაობის გაგრძელება:

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეისობით ძალიან ბევრი ორგანიზაცია მუშაობს გარემოსდაცვით საკითხებზე, სამწუხაროდ, ახალგაზრდები ისევ განიცდიან ინფორმაციის სიმწირეს, იმიტომ რომ მხოლოდ მთლიანად მხოლოდ ერთი და იგივე ინფორმაციაა, იგივე, ნარჩენების მართვაზე და კლიმატის ცვლილებებზე. სამწუხაროდ, ის ვერ ახდენს რეალურ ზეგავლენას ადამიანებზე, ვერ იწვევს რეალურ მოტივაციას ახალგაზრდებში. ამიტომ ვთვლით, რომ ეს ორი დღე იქნება ძალიან დატვირთული და საინტერესო. რაც მთავარია, ეს იქნება გარკვეული ტრამპლინი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც უნდათ, რომ მომავალში სწორედ ამ სფეროში გააგრძელონ მუშაობა. იმის გარდა, რომ ისინი მოისმენენ ძალიან საინტერესო სემინარებს საინტერესო ადამიანებისგან, ისინი შეხვდებიან ამ სფეროში ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს და შეეძლებათ მათთან კომუნიკაცია.

 

პრიექტის ირგანიზატორთა ცნობით, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეობის მსურველებმა წინასწარ უნდა შეავსონ სპეციალური აპლიკაცია.

ჩაერთე განხილვაში