ბლოგის შესახებ


EcoGeorgia – ქართულენოვანი ბლოგი გარემოს დაცვაზე.

ბლოგის უმთავრესი მიზანია ეკოლოგიის თემაზე სამოქალაქო საზოგადოებისთვის სადისკუსიო სივრცის შექმნა, გარემოსდაცვითი საკითხების და საქართველოში მიმდინარე ეკოლოგიური პროცესების ერთ ბლოგზე თავმოყრა. ასევე, დარგის შესახებ ვებ-აუდიტორიის მეტად ინფორმირება, აქტუალური პრობლემატიკის დანახვა და ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება.

ჩვენ მოგაწვდით ობიექტურ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ პროცესებზე.

დღესდღეობით დაბინძურებული გარემო ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რასაც მრავალი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, საზოგადოების დამოკიდებულება უშლის ხელს იმას, რომ ერთად შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი პირობები. მოქალაქეს, რომელიც თავად ანაგვიანებს გარემოს და არ აქვს სირცხვილის განცდა, რა თქმა უნდა, პროტესტის გრძნობა არ გაუჩნდება. ამით შესაძლებელია ისარგებლონ მავნე კომპანიებმა და მატერიალური სარგებელის ფასად, ქვეყნის ეკოლოგიური რესურსები მაქსიმალურად აითვისონ.

ბლოგი ეცდება მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლებას, მათ დაფიქრებას გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებზე. ვიზიტორი შეიძლება იყოს, როგორც დარგის სპეციალისტი, ისე სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირი.

იმისთვის, რომ მკითხველი მოვიზიდო და მათი ინტერესი გავაღვივოთ ბლოგის მიმართ, განვათავსე ხუთი ძირითადი კატეგორია:

  • ახალი ამბები
  • ფოტოკოლაჟი
  • სოციალური აქტივიზმი
  • საზოგადობა
  • ეკო-სთორი

EcoGeorgia არ თანამშრომლობს არცერთ სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციასთან. შესაბამისად, გამოქვეყნებულ მასალებზე თავად არის პასუხისმგებელი.

EcoGeorgia | 2014 წ.

ჩაერთე განხილვაში